პროექტის რეფლექსია
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფ.ტეზრის საჯარო სკოლა
საგანი: მათემატიკა, ი.ს.ტ-ი
მასწავლებელი: ნონა გორგაძე
საპროექტო თემა - „წილადები ყოველდღიურ ცხოვრებაში“
მიმართულება - “საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში”
პროექტის მთავარი შეკითხვა - „ რამდენად ამარტივებს წილადების გამოყენება ცხოვრებას?"
პროექტებით სწავლება ”ინტელის” - ტრენინგების გავლის შემდეგ გამიჩნდა იდეა ჩემს მოსწავლეებთან ერთად განმეხორციელებინა პროექტი. ეს იდეა მოსწავლეებმაც მოიწონეს. საპროექტო თემის არჩევა მათ მივანდე, დაფაზე ჩამოვწერეთ თემები მათემატიკის სასწავლო კურსიდან და ერთობლივად შეარჩიეს თემა: ” წილადები”.
თუ გვინდა, რომ მოსწავლეს უნდოდეს და ჰქონდეს უნარი, აითვისოს მისი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო მასალა, ასევე ჰქონდეს სწავლისადმი გამოკვეთილი ინტერესი ის უნდა გრძნობდეს ცოდნის შეძენის საჭიროებას. ამის გათვალისწინებით შევთავაზე მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს გაერკვიათ - რაში გამოიყენებდნენ მათემატიკაში (IV-V-VI კლასებში “წილადების” თემაზე) ნასწავლ მასალას ცხოვრებაში, ე.ი მოეხდინათ საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში. როგორც მოგეხსენებათ სწავლებისადმი ინტერესი შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის მომავალ პროფესიასთან ან საქმიანობის იმ სახესთან, რომლის მიმართაც მას აქვს მიდრეკილებები. ცხოვრებაში საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის პრინციპის მთავარი თავისებურეა ისაა, რომ მოსწავლეებმა გაიგონ თეორიული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, მის პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე მათ შეეძლოთ ათვისებული ცოდნის გამოყენება იმ პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც წამოიჭრება მათ წინაშე.
ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაერკვიათ, თუ როგორ და რაში გამოიყენებენ წილადებზე შეძენილ ცოდნას ცხოვრებაში?
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა:
პროექტზე მუშაობის პროცესი დავგეგმე სხვადასხვა აქტივობების და მეთოდების გამოყენებით, პროექტზე მუშაობის თითოეულ ეტაპზე მოსწავლეები აქტიურად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოსიებს როგორც ინფორმაციის მოძიების კუთხით, ისე რესურსების შესაქმნელად( მე-6კლ მოსწავლე კარგად ფლობს ისტ-ტექნოლოგიებს. იცის საოფისე პროგრამებში მუშაობა). თითოეული აქტივობა წინასწარ გავწერე დროში. პროექტის განხორციელებისათვის გამოვყავი სამი კვირა. 2013წლის 15ოქტომბრიდან - 4ნოემბრის ჩათვლით.
პროექტზე მუშაობა ძირითადად მიმდინარეობდა გაკვეთილების შემდეგ. თუმცა მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად ასევე გამოვიყენეთ მათემატიკის და ისტ-ის თითო გაკვეთილი.
1.აქტივობა - სამუშაო შეხვედრა (მომზადების ეტაპი) - 15.10.2013წ
პირველ შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა, ჩამოვწერეთ საპროექტო თემების ჩამონათვალი. მივეცი საშუალება თვითონ შეერჩიათ მათთვის საინტერესო თემა. თემის შერჩევის შემდეგ პროექტზე მუშაობა გონებრივი იერიშის გამოყენებით დავიწყე. დავსვი თემატური შეკითხვა - „როგორ ფიქრობთ წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალებების შესრულება? გავეცანი მოსწავლეების პასუხებს და ვსთხოვე, კომენტარების სამუშაო რვეულში ჩანიშვნა.
2. აქტივობა -წინარე ცოდნის,შემოწმება და ცოდნის გაღრმავება - „ ღია გაკვეთილი“ - 17.10.22013წ
პროექტზე მუშაობის პირველ კვირას ჩავატერეთ ღია გაკვეთილი მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმების და წილადების უკეთესად გაცნობის მიზნით. რომელზეც მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა პრაქტიკულ სიტუაციებში გამოიყენონ წილადები სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად. ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა მივეცი გადაიღონ წილადებზე შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოების ფოტოები, დავავალე გაამზადონ მუშაობის პროცესის ამსახველი მულტიმედიური პრეზენტაცია, რაც მომავალში პროექტის პრეზენტაციისას გამოადგებათ.
3.აქტივობა - შეფასების მონიტორინგის სტრატეგიების გაცნობა. შეფასების რუბრიკების , ჩეკლისტების, მოსწავლის დამხმარის გაცნობა- 18.10.2013
განვიხილეთ პროექტის მოთხოვნები. დავარიგე საპროექტო რუბრიკა, შევთანხმდით თითოეული დავალების შეფასების რუბრიკებზე. განვუმარტე მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკების საშუალებით შევაფასებ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნას. განვუმარტე, რომ პროექტზე მუშაობის გასამარტივებლად მათთვის გამზადებული მაქვს ჩეკლისტები- თითოეული აქტივობისათვის და ასევე საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ დახმარებით. შევთანხმდით თითოეულმა ჯგუფმა აწარმოოს პორტფოლიო.
4. აქტივობა - პროექტზე მუშაობის სცენარის გაცნობა - 21.10.2013წ
წილადების ცნების და პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობის გასაგებად, მოსწავლეები შეისწავლიან წილადების გამოყენებას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. მოიძიებენ ინტერნეტში ან საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ გამოკითხვას.
მომავალი შეხვედრისათვის დაევალათ წარმოადგინონ ესე თემაზე - „წილადების გამოყენება სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში„
შევახსენე თემატური შეკითხვა --
როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
მოსწავლეებს ვთხოვე, სამუშაო დღიურში ჩაწერონ შეკითხვებზე პასუხები. პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად შევაგროვებ დღიურებს მოსწავლეების მიერ წილადებზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიონ პროფესია, მოიფიქრონ სიტუაციური ამოცანა შერჩეულ პროფესიაზე, გაარკვიონ რამდენად მნიშვნელოვანია წილადები მოცემული პროფესიული საქმიანობისთვის და რა ზემოქმედებას ახდენს წილადების ცოდნა სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე. გაამზადონ თვალსაჩინო მასალა - პრეზენტაცია (powerpoint-ში), ბროშურები , ბუკლეტები (ვორდის დოკუმენტი, იქსელის ცხრილები), ანიმოტოს ვიდეო ფაილები. მოსწავლეთა ნამუშევრები გამოქვეყნებული მაქვს ბლოგზე https://drive.google.com/folderview?id=0B4ah_rMKHSOfejcxbHZxeThpdGc&usp=sharing&tid=0B4ah_rMKHSOfcGZ3enJEdXdfdFU
5.აქტივობა - ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება 23.10.2013წ
მოსწავლეების მიერ პროფესიების შესწავლის დაწყებამდე, გავმართეთ დისკუსია მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვე, განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად.
მოსწავლეებს მივაწოდე ვებ-გვერდების მისამართები, შერჩეული პროფესიის შესახებ კვლევის განსახორციელებლად. აგრეთვე, ელექტრონული ნიმუში, ან Excel-ის სამუშაო ფურცელი ინფორმაციის მოგროვების და ჩაწერის მიზნით. სამუშაო ფურცელი მოსწავლეებს ეხმარება დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში.
6. აქტივობა - საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა და გამოცემა 25-27/10/2013წ
პროექტზე მუშაობის მეორე კვირას მოსწავლეები ჩავრთე აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში წილადებზე. კვირის ბოლოს დავყავი მოსწავლეები ჯგუფებად და დავავალე თითოეულ ჯგუფს შეაჯამონ შერჩეული აქტივობა და მოამზადონ სტატია კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. დავარიგეთ საინფორმაციო ბიულეტენის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი სამუშაო პროცესში დასახმარებლად. მივუთითე მოსწავლეებს შექმნან კლასის საინფორმაციო ბიულეტენი (ვაჩვენე ნიმუში) ნიმუშის მსგავსად. დაბეჭდონ ბიულეტენი და გაუგზავნონ მშობლებს.
7.აქტივობა - მოსამზადებელი პრეზენტაციების თემატიკის განსაზღვრა, პრეზენტაციების შეფასების ჩეკლისტების გაცნობა 29. 10. 2013წ
მოსწავლეებს შევახსენე, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:
· წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
· როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
· რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს - სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? დავეხმარე მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები.
მოსწავლეების მიერ შესასწავლ პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებისეულ რეალობასთან პარალელების გავლების შემდეგ მოსწავლეებს მიუთითოთ მოიფიქრონ წილადებზე დაფუძნებული ერთი პრაქტიკული ამოცანა და მოახდინონ არსებული კავშირების დემონსტრირება. მოსწავლეები წარმოადგენენ პრაქტიკულ ამოცანას და ამოხსნის დეტალურ ანგარიშს. თითოეული მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნის დეტალური გზის წარმოდგენისას, მოსწავლე უპასუხებს შემდეგ შინაარსობრივ შეკითხვებს:
· რა არის წილადი?
· როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ წილადები?
· რა განსხვავება მრიცხველს და მნიშვნელს შორის?
· როგორ აქცევთ შერეულ წილადს არაწესიერ წილადად?
საჭიროებისამებრ, დავეხმარე მოსწავლეებს ამოცანების შედგენასა და დასკვნების გაკეთებაში.
8. აქტივობა - მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების მომზადება 01-03 ნოემბერი
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და შეადგინეს წილადების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანები. დავურიგე მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმა, ფასილიტაციის ნიმუში და მივუთითე, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ. პირველად, მოსწავლეები დაგეგმავენ საკუთარი პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს ფაქტების დაფის გამოყენებით. თითოეული მოთხრობის დაფა საჭიროა მოიცავდეს სლაიდის სათაურს და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.
9. აქტივობა - ზეპირი პრეზენტაციების ჩატარება 03-04 ნოემბერი
პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დავყავით ჯგუფი წყვილებად. წყვილებში მოსწავლეები დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესში, მკვლევარის და ექსპერტის როლების შესრულების გზით. განსაზღვრეთ შესაბამისი დროის მონაკვეთი, მოსწავლეების მიერ შეკითხვების შესადგენად და პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად. ბოლო დღე დავუთმეთ მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენას. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, განვიხილეთ შევსებული ცხრილები და გავაკეთეთ დასკვნები წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. წინასწარ შემუშავებული რუბრუკების გამოყენებით მოვახდინეთ შეფასებები.
შედეგი:
- პროექტის ფარგლებში მოხდება შესწავლილი მასალის გამეორება და შეძენილი ცოდნის განმტკიცება. მოსწავლეები დაუკავშირებენ შეძენილ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებას და გაარკვევენ:
- რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე ადამიანის ცხოვრებაში?
- წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
- რაში ვიყენებთ წილადებს?
- როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
- რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
- მოსწავლეები შეძლებენ:
- როგორც ,,ექსპერტებმა“ გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიების, მათი სამუშაოს წილადურ რიცხვებთან დაკავშირების, შეგროვილი მასალის რანჟირების, დამუშავების და დამაჯერებელი ზეპირი პრეზენტაციების გაკეთებისას.
- სხვადასხვა სპეციალობის ადანიანთა საქმიანობაზე მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას. ზეპირი პრეზენტაციებისათვის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
- მოიგონონ და ამოხსნან სიტუაციური ამოცანები წილადების გამოყენებით. ამოხსნილი ამოცანების შედეგების ანალიზის და შეფასების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა სხვადასხვა პროფესიებში წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.- „ სიზუზტე მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია?“
- თანატოლებთან ერთობრივ თანამშრომლობას ჯგუფური მუშაობისას.
- პროექტის მიმდინარეობის პროცესში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს
- საგაზეთო სტატიების, ბუკლეტების მომზადებისას, რაც უზრუნველყოფს მოძიებული ინფორმაციის და ჩამოყალიბებული იდეების დემონსტრირებას.
დასკვნა :
წარმოდგენილი პროექტი ძირითადად აგებულია მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზე . როგორც მოგეხსენებათ კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემის დაყენებიდან და მისი გაცნობიერებიდან “ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემასთან შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ. თუ გვსურს, განუხრელად ავამაღლოთ სწავლების ეფექტურობა, არ უნდა ჩატარდეს არც ერთი ისეთი მეცადინეობა, რომელზეც მოსწავლეს არ ექნება გაცნობიერებული საკუთარი სამუშაოს, შესასწავლი მასალის ცხოვრებისეული აუცილებლობა. რაც შეეხება საგნობრივი ცოდნის ცხოვრებასთან კავშირზე აქცენტის დასმის დროს, ეს მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მოხდეს როგორც შესაბამისი თეორიული მასალის სწავლების წინ, ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის გაზრდისათვის, ასევე თემის სწავლების პერიოდში, ან დასასრულს. ამდენად, შეძენილი ცოდის ცხოვრებაში ტრანსფერის პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია სწავლების წარმატებულობისათვის
გამოყენებული მასალები:
ჟურნალი მასწავლებელი
Intel® Education Viewer-ის მიერ მომზადებული სასწავლო რესურსები
წარმოდგენილი პროექტი საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით , წარვადგინე მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე. გაიარა შესარჩევი ეტაპები და მათემატიკის სექციაზე წავრდექი მოხსენებით.
მათემატიკის მასწავლებელი: ნონა გორგაძე
0 Response to "პროექტის რეფლექსია"
Post a Comment